Friday, May 6, 2016


      პროექტის სახელწოდება:  საგზაო - ნიშნები



პროექტის მთავარი იდეა:  საგზაო ნიშნების გაცნობა, შესწავლა და მომავალში მათი გამოყენება.

პროექტის აქტუალობა: საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის წესების ცოდნა საკმაოდ აქტუალური და სავალდებულოა.

პროექტის მიზნები: დავეხმაროთ ბავშვებს  საგზაო ნიშნების შესწავლაში, სასიცოცხლო, საკომუნიკაციო და სააზროვნო უნარ-ჩვევების  გამომუშავებაში.

მონაწილეთა ასაკი/ კლასი  IX- XIკლასები

ვადები/ხანგრძლივობა: 1-2 თვე

მოსალოდნელი შედეგები : შემოქმედებითი ბლოგი, სურათების გამოფენა, კედლის გაზეთების პრეზენტაცია. მოსწავლეები შეისწავლიან საგზაო ნიშნებს, მათ დანიშნულებასა და გამოყენებას, გამოუმუშავდებათ სამუშაოს შესრულების, სააზროვნო და სასიცოცხლო უნარ-ჩვევები.




პროექტისათვის საჭირო 
ძირითადი რესურსები:  
ინტერნეტი, წიგნი,ფორმატი, 
კალამი, მარკერი, ფანქარი.

პროექტის მსვლელობა 
(აქტივობები) :  ბავშვები ეცნობიან საგზაო ნიშნებს, გადიან ქალაქში, აკვირდებიან მანქანებისა და ქვეითთა მოძრაობას, ინტერნეტში მოიძიებენ საგზაო ნიშნებს, მოძრაობის წესებს,  მასალას თუ ვინ  და სად გამოიგონა პირველი საგზაო ნიშანი, რატომ არის საჭირო მათი ცოდნა, სად და რა ნიშნის მიხედვით განალაგებენ საგზაო ნიშნებს, რა დადებითი და უარყოფითი შედეგი მოაქვს  მათ

ცოდნას.





 საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო 

 გეგმასთან კავშირი:  ისტორია: გაეცნობიან საგზაო ნიშნების შექმნის  ისტორიას.

  პროექტის ხელმძღვანელი:  ზაქარია ისაშვილი

  ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: zakroisashvili@gmail.com



No comments:

Post a Comment