Friday, May 6, 2016


      პროექტის სახელწოდება:  საგზაო - ნიშნები



პროექტის მთავარი იდეა:  საგზაო ნიშნების გაცნობა, შესწავლა და მომავალში მათი გამოყენება.

პროექტის აქტუალობა: საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის წესების ცოდნა საკმაოდ აქტუალური და სავალდებულოა.

პროექტის მიზნები: დავეხმაროთ ბავშვებს  საგზაო ნიშნების შესწავლაში, სასიცოცხლო, საკომუნიკაციო და სააზროვნო უნარ-ჩვევების  გამომუშავებაში.

მონაწილეთა ასაკი/ კლასი  IX- XIკლასები

ვადები/ხანგრძლივობა: 1-2 თვე

მოსალოდნელი შედეგები : შემოქმედებითი ბლოგი, სურათების გამოფენა, კედლის გაზეთების პრეზენტაცია. მოსწავლეები შეისწავლიან საგზაო ნიშნებს, მათ დანიშნულებასა და გამოყენებას, გამოუმუშავდებათ სამუშაოს შესრულების, სააზროვნო და სასიცოცხლო უნარ-ჩვევები.




პროექტისათვის საჭირო 
ძირითადი რესურსები:  
ინტერნეტი, წიგნი,ფორმატი, 
კალამი, მარკერი, ფანქარი.

პროექტის მსვლელობა 
(აქტივობები) :  ბავშვები ეცნობიან საგზაო ნიშნებს, გადიან ქალაქში, აკვირდებიან მანქანებისა და ქვეითთა მოძრაობას, ინტერნეტში მოიძიებენ საგზაო ნიშნებს, მოძრაობის წესებს,  მასალას თუ ვინ  და სად გამოიგონა პირველი საგზაო ნიშანი, რატომ არის საჭირო მათი ცოდნა, სად და რა ნიშნის მიხედვით განალაგებენ საგზაო ნიშნებს, რა დადებითი და უარყოფითი შედეგი მოაქვს  მათ

ცოდნას.





 საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო 

 გეგმასთან კავშირი:  ისტორია: გაეცნობიან საგზაო ნიშნების შექმნის  ისტორიას.

  პროექტის ხელმძღვანელი:  ზაქარია ისაშვილი

  ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: zakroisashvili@gmail.com



Thursday, May 5, 2016

სასწავლო რესურსები


       1- წიგნი

       2- პოსტერები

       3-ინტერნეტი
  
       4- პროექტორი

შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმი
დაბალი
საშუალო
კარგი
საუკეთესო

ჩართულობა
ნაკლებადაა ჩართული საგაკვეთილ პროცესში.
ნაწილობრივ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
ამჟღავნებს ინტერესს, ჩართულია საგაკვეთილო როცესში.
აქტიურადაა ჩართული საგაკვეთილო პროცესში წარმატებით  ეუფლება პროგრამულ მასალას.
ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის  უნარი...
ნაკლებადაა ჩართული ჯგუფურ მუშაობაში.არ აფიქსირებს საკუთარ მოსაზრებას.
შედარებით ნაკლებადაა  ჩართული, პერიოდულად გამოხატავს და აფიქსირებს საკუთარ მოსაზრებას.
აქტიურად არის ჩართული ჯგუფურ მუშაობაში, კარგად აფიქსირებს საკუთარ მოსაზრებას
აქტიურად არის ჩართული ჯგუფურ მუშაობაში.არგუმენტირებულად  და დამაჯერებლად აფიქსირებს საკუთარ  მოსაზრებას.
არგუმენტირებული მსჯელობის უნარი....
უჭირს მსჯელობა  და დასკვნების გამოტანა მიცემულ საკითხზე.
ნაწილობრივ მსჯელობს და აკეთებს დასკვნებს.
ზოგადად კარგად შეუძლია მსჯელობა, აფიქსირებს საკუთარ შეხედულებებს.
კარგად შეუძლია მსჯელობა,  დასკვნების გამოტანა,   საკუთარი მოსაზრებების გადმოცემა პარალელის გავლება.


გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა
დავიცვათ მოძრაობის წესები საკუთარი და სხვა ადამიანების უსაფრთხოებისათვის!
სწავლების საფეხური
საშუალო; XI - კლასი.
 მოსწავლის რაოდენობა
30 მოსწავლე
ინკლუზიური განათლების მქონე მოსწავლე არ არის კლასში.
გაკვეთილის მნიშვნელობა /აქტუალობა

საგზაო ნიშნების ცნობა და გამოყენება პრაქტიკაში.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები






მოსწავლეებმა უნდა შეძლონ:
  1. საგზაო ნიშნების შესახებ ცოდნის გაფართოება და სისტემატიზაცია;
  2. საგზაო ნიშნების დანიშნულებისა და მათი განმასხვავებელი თავისებურებების შესწავლა;
  3. საგზაო ნიშნების (გრაფიკულად, ფორმით, ფერით, სიმბოლიკის მიხედვით), ცნობის უნარის ფორმირება, მათთვის ყურადღების მიქცევა და მათი მოთხვნილების შესრულება;
  4. ინელექტუალურ-აზრობრივი უნარის განვითარება, შემეცნებითი აქტივობა.
წინასწარი ცოდნა
  • სატრანსპორტო საშუალებები
  • მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები
  • არამექანიკური სატრანსპორტო საშუალებები;
  • მგზავრი;
  • ქვეითი
  •   საგზაო ნიშნები.
      შუქნიშანი;
     გზაჯვარედინი
  •   მარეგულირებელი
შეფასების საგანი და პროცედურები
დაიწერება განმავითარებელი შეფასებები. შეფასების რუბრიკას თან ერთვის.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
  • სახელმძღვანელო
  • თვალსაჩინოებები
  • კომპიუტერი
  • პროექტორი
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
მოსწავლეთა პრეზენტაციები. შეფაება.
A ფაზა  (გამოწვევა) 5წთ.

Ø  სად გინახავთ საგზაო ნიშნები?
Ø  რის გაგებას ისურვებდით ამ თემის შესახებ?
Ø  რომელი საგზაო ნისნები შეგიმჩნევიათ სკოლისაკენ მიმავალ გზაზე.
რისთვის არის საჭირო საგზაო ნიშნები?

B ფაზა ( შინაარსის რეალიზაცია) 25წთ.

სხვადასხვა ჯგუფების საგზაო ნიშნები:
რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან?
Ø  მაფრთხილებელი ნიშნები;
Ø  ამკრძალავი ნიშნები;
Ø  საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები;
Ø  პრიორიტეტის ნიშნები;
Ø  სერვისის ნიშნები;
Ø  მიმთითებელი ნიშნები;
Ø  დამატებიტი ინფორმაციის ნიშნები.

C ფაზა (გამთლიანება) 5წთ.
Ø  რა შეიტყვეთ ახალი ამ გაკვეთილზე?
Ø  რა არის საგზაო ნიშნები/
Ø  რა უნდა გახსოვდეთ ყოველთვის ქუცაში/გზაზე მოძრაობისას?
Ø  რომელი საგზაო ნიშნები გავიცანით დღეს?